რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე “ევროპის ერთა თასზე” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში რუსეთის ნაკრები 6-2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
Sportall.ge-ს ინფორმაციით, გადამწყვეტ დაპირისპირებაში საკუთარი შეხვედრები ოთარ გოგავამ (57), ზურაბ იაკობაშვილმა (65), დავით ტლაშაძემ (70), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიგეს. რუსებთან მხოლოდ ბექა ლომთაძე (61) და სანდრო ამინაშვილი (86) დამარცხდნენ.
მანამდე რევაზ მინდორაშვილის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას 5-3 სძლია, ხოლო მასპინძელ რუმინეთს მშრალი ანგარიშით 8-0 მოუგო.
კომენტარები