ნიდერლანდების სპეცსამსახური ევროპაში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ევროპის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს 60-დან 80-მდე წევრი იმყოფება.
უწყების მტკიცებით, ბოლო პერიოდში დაჯგუფების მებრძოლები თავის მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ სირიასა და ერაყში გამგზავრების ნაცვლად, თავდასხმების მოწყობა ევროპის ქვეყნებში დაგეგმონ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ ორ ქვეყანაში უცხოელი მებრძოლების რაოდენობა არ გაზრდილა.
კომენტარები