თურქეთსა და ამერიკას შორის არა მხოლოდ ნატო-სთან დაკავშირებით, არამედ ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შეფასებისას განაცხადა.
”ყველასთვის მოულოდნელი იყო ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, მაგრამ თამამად უნდა ვთქვათ, რომ ეს დემოკრატიის მთავარი საფუძველი და მნიშვნელობაც არის. ეს იყო ხალხის ნების გამოხატულება და მათი გადაწყვეტილება. თურქეთსა და ამერიკას შორის არა მხოლოდ ნატო-სთან დაკავშირებით, არამედ ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა ასევე გაგრძელდება”, – განაცხადა გუმრუქჩუმ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკვე დაურეკეს პირადად ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.