ქართველმა მორაგბეებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს. “ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.
“ბორჯღალოსნები” წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
კომენტარები