ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მომღერალი Instagram-ზე წერს.
„კორონავირუსით დავინფიცირდი, ამიტომ დალასში დაგეგმილი ჩემი კონცერტები გადაიდება. შოუს გადატანა ყოველთვის დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს გუნდზე უნდა ვიზრუნო“, – წერს ელტონ ჯონი.
ამასთანავე, 74 წლის მომღერალმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულია, ამიტომ დაავადება მარტივად გადააქვს.
„საბედნიეროდ, ვაქცინირებული ვარ, ბუსტერ დოზაც მაქვს გაკეთებული. სუსტად გამოხატული სიმპტომები მაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს უქმეებზე არკანზასში დაგეგმილ კონცერტებზე გამოსვლას შევძლებ“, – ამბობს ელტონ ჯონი.
კომენტარები