საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,„ნაციონალური მოძრაობა“, საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე დასწრებას მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ვერ სცემდა პასუხს. ის დარწმუნებულია, რომ ეს პარტია კვლავ დესტრუქციის გზას გააგრძელებს.
„დიდი ხნის განმავლობაში, თავპატიჟი გამოიდეს და საზოგადოებას ამადლიდნენ პარლამენტში შესვლას. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკარნახევი იყო არა იმით, რომ დესტრუქციულ გეგმებზე ხელი აეღოთ, არამედ, იმით, რომ უბრალოდ, პასუხს ვერ სცემდნენ საკუთარ ამომრჩეველს. რა საკვირველია, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კვლავ შეინარჩუნებენ დესტრუქციულ დღის წესრიგს და შესაბამისად, კვლავაც ეცდებიან, რომ ამის საუკეთესო პლატფორმა ქუჩაში იპოვონ და არა – კონსტრუქციული მუხტის შემოტანით“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ამჯერად, სხდომათა დარბაზში ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა მათ გეგმებში, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ისევ საპროტესტო აქციები რჩება.
