კონსტრუქციულობა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათის შტრიხი და ეს მათთან შეუთავსებელი თვისებაა. გამორიცხულია, რომ ისინი კონსტრუქციულები იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„მათი მიზანი არ არის რაიმე ფორმით მუშაობა. მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ მოაწყონ დესტრუქცია. ამას ეცდებიან პარლამენტში და ეცდებიან ქუჩაშიც. არსად არ გამოუვათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ამჯერად, სხდომათა დარბაზში ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა მათ გეგმებში, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ისევ საპროტესტო აქციები რჩება.
კომენტარები
