საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ესაუბრა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ პარტნიორების მხრიდან ხედავს მხარდაჭერასა და ინტერესს, რათა პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგს ხელი შეუწყონ.
„ვესაუბრე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგის მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები