„ოცნება“ მოდის და იბეჭდება, რომ გრიფით საიდუმლოდ ეს რუსეთის მოქალაქე ვაშაძე სწერს თავის კოლეგა შვიტკოის – ჩვენ, ჩვენი მხრიდან მზად ვართ ყოველგვარი თანამშრომლობისთვის, „ერისიონი“ ჩამოვა და იცეკვებს კრემლში, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე უცებ ჩამოიყვანეს საქართველოში და მაშინვე დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ რუსეთთან ურთიერთობის დარგში.
„არის ასეთი, გრიგოლ ვაშაძე თავის ბიოგრაფიით, სად დაამთავრა, რა ისწავლა, მერე სად მუშაობდა უცებ ჩამოჰყავთ საქართველოში და მაშინვე ნიშნავენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ რუსეთთან ურთიერთობის დარგში. ის რჩება რუსეთის მოქალაქედ, ომის შემდეგაც კი კიდევ 10 თვე. ომის შემდეგ მალევე გრიგოლ ვაშაძე მალევე გახდა კულტურის მინისტრი. „ოცნება“ მოდის და იბეჭდება, რომ გრიფით საიდუმლოდ ეს რუსეთის მოქალაქე ვაშაძე სწერს თავის კოლეგა შვიტკოის – ჩვენ, ჩვენი მხრიდან მზად ვართ ყოველგვარი თანამშრომლობისთვის, „ერისიონი“ ჩამოვა და იცეკვებს კრემლში. ეს ის პერიოდია, ნანი ბრეგვაძე რომ ჩავიდა მის ბავშვობის მეგობართან, პრიმაკოვთან იუბილეზე, ეს ღალატად ჩაითვალა. ეს რომ გამოქვეყნდა, ვაშაძის რეაქცია იყო აგრესია, რომელმა იდიოტმა დაბეჭდა ეს წერილი, ეს ხომ აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია, თქვა მან. მაშინ იმედი მომეცა, ეგებ გამოქვეყნდეს ის ცხრა მეათედი, რომელზეც დოკუმენტური წვდომა მე არ მაქვს, მაგრამ არ გამოქვეყნდა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.