ოპოზიციის ბოლოდროინდელი თავდასხმა პრემიერზე არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანური სახე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს არაერთი ბინძური თავდასხმა ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ღარიბაშვილის ოჯახთან მიმართებაში. რაც შეეხება ამ ბოლოდროინდელ მათ კომიკურ გამოხტომას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანური სახე. ყველასთვის და პირველ რიგში მათთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, იჯარით არის გადაცემული. ამავდროულად, გარდა იჯარისა, არის მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც არის შესასრულებელი“,– განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
