იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პროფექტურის ქალაქ ივაკიდან 67 კილომეტრის დაშორებით 10-11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
სტიქიის შედეგად დაღუპულებისა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
კომენტარები