„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, რომ უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა ახალ ფორმატში და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა“,-თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომელშიც რუსული აგრესიის ფონზე დასავლეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და იქმნება ახალი კავშირი, რომელშიც დეპუტატის აზრით, საქართველოსაც აქვს გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა, ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ უმოქმედობა ამ ყველაფერს ხელს შეუშლის.
„საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ახალი შესაძლებლობა“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
