ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კომისია შეიქმნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ აღნიშნული კომისია საქართველოს პარლამენტში შეიქმნას. ამიტომ, ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციას გავაგრძელებთ. ჩვენგან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ ოპოზიციის მხრიდან დაყენებული ყველა საგამოძიებო კომისიის ინიციატივას მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
კომენტარები
