ერთ-ერთი პირი, რომელიც ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხა დაკავებულია. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებული 34 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის ხულიგნობის მუხლით დააკავეს და შვიდ წლამდე პტიმრობა ემუქრება. პოლიცია აგრძელებს ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე სხვა პირების ძებნას.
საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს კიევში 7 თებერვალს უცნობმა პირებმა სცემეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადეიშვილზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი, საქართველოში მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.
კომენტარები
