საგამოძიებო სამსახურმა 5 422 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინა. უაქციზო საქონელს ბრალდებული საკუთარ ავტომანქანაში ინახავდა. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკევთას 6-დან 8 წლამდე“, – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თეონა დევდარიანმა.
კომენტარები
