უკრაინაში, 30 წლის საქართველოს მოქალაქე ლაშა ოტიაშვილი გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი, ვირუსის შემდგომი გართულები გახდა.
გარდაცვლილის ოჯახი უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში ლაშა ოტიაშვილის მშობლები დაბრუნდნენ.
უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ახალგაზრდა მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები