ყოფილი პარლამენტარი, მარინა მოლოდინი პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:
“სიკვდილს როგორ დანებდი, ბიჭო! დედაშენს რა ვუთხრათ რააა? არ გვეტყვის: ამდენი ხალხი როგორ ვერ გაუფრთხილდით, როგორ ვერ უშველეთო! რამდენი ცრემლი და მადლი მიგყვება ჩვენო გულიანო მეგობარო!”, – წერს მოლოდინი.
თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა.
კომენტარები