საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნის ცერემონიალი გაიმართა, ოლიმპიურ ჩემპიონები ასევე საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენებით დაჯილდოვდნენ , რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მათ პრეზიდენტის ადამინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს ბადრი პატარკაციშვილის ფონდის სახელით ფულადი ჯილდოები 50 000- 50 000 ლარი გადაეცათ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი: “საქართველოს პრეზიდენტმა რიოს ოლიმპიადის ყველა პრიზიორი დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რაც შეეხება განსაკუთრებულად გამორჩეულად ჩევნს ოლიმპიურ ჩემპიონებს მათ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭათ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი და დღეს ჩვენ ლაშა ტალახაძესა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გადავეცით ეს ჯილდო. ”