BBC-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა 26 ნოემბერს გასამართ მატჩს “ბორჯღალოსნებსა” და შოტლანდიის ნაკრებს შორის, რომელიც 18:20-ზე კილმარნოკის “რაგბი პარკზე” გაიმართება.
ვრცელ სტატიაში საუბარია საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც ქართული რაგბის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლადაა მოხსენიებული.
“ქართულ რაგბის დიდი მეოხი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით. “ფორბსი” ივანიშვილის ქონებას 4,8 მილიარდი დოლარით აფასებს. ეს კი მილიარდით მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება და სულ ოდნავ ნაკლები, ვიდრე რიჩარდ ბრენსონის (ბრიტანელი მაგნატი) ქონება – 4,9 მილიარდი დოლარი.
ხუთი წელი, რაც მილტონ ჰეიგი ნაკრების თავკაცია, ის არასოდეს შეხვედრია ამ კაცს, მაგრამ ყველგან მისი დახმარების ხელს გრძნობს” – ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.
“როცა პირველად ვნახე ჩვენი ბაზა, მივხვდი, რომ ასეთი ზელანდიელებსაც კი არ აქვთ. ნაკრებს საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო აქვს, საცურაო აუზით, სამზარეულოთი, დარბაზით, ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნით, ერთი ბუნებრივით, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
ეს დიდებულია და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება. ახლახან დასრულდა დარბაზი, სადაც ჩვენ დავხვეწთ კონტაქტურ ვარჯიშებს. მსოფლიოს თასის წინ ვინატრე, რომ ასეთი დარბაზი დიდად დაგვეხმარებოდა და საკითხი 10
წუთში გადაწყდა დადებითად. როცა ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ეს უკვე წარმატების საწინდარია.
ის არ არის რაგბის ფანი, მაგრამ კარგად იცის, რა მოაქვს რაგბის ხალხისთვის. ამიტომაც ის ანვითარებს რაგბის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ნაკრების ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს. თუკი მოგვეცემა შანსი, მივუსხდეთ ექვსი ერის მაგიდას, ქართული რაგბის წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშლება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ყოველთვის გვერდში დაუდგება ქართულ რაგბის” – ამბობს ჰეიგი BBC-ისთან ინტერვიუში
წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად sportall.ge-ზე