უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ვიქტორ იანკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება ლუცენკომ კიევის რაიონულ სასამართლოში გააკეთა, სადაც ვიდეოკავშირის საშუალებით დონის როსტოვიდან ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს.
“როგორც გენერალური პროკურორი მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 თავის 111-ე და 278-ე მუხლების შესაბამისად და გატყობინებთ, რომ თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სახელმწიფო ღალატში, რუსთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანმიმართული ქმედებების ხელშეწყობაში, რაც მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შეცვლისკენ, უკრაინის კონსტიტუციის დადგენილი წესრიგის დარღვევისა და აგრესიული ომის წარმოებისკენ”, – განაცხადა ლუცენკომ.