თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირის მიმართ გამოაცხადა განაჩენი.
სამ პირს ბრალად ედებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, დანარჩენებს კი 5 ივლისს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობა.
სასამართლომ ექვს ბრალდებულს 225-ე, ძალადობის ორგანიზების მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ. ერთი ბრალდებული კი სასამართლომ ძალადობის მუხლით ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვანო ბურდულს სასჯელის ზომად განესზღვრა 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
კომენტარები
