თურქეთში საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 11 მოსწავლე გოგონა დაიღუპა. ყველაზე პატარა ბავშვი 10 წლის იყო.
ხანძრის შედეგად ოცამდე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულებს დამწვრობები და კვამლით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებათ. ზოგიერთმა ბავშვმა ტრავმები მიიღო, როდესაც საერთო საცხოვრებლის მეორე და მესამე სართულებიდან გადმოხტნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
კომენტარები