„Radio Colombia”-ს ცნობით, ბრაზილიური კლუბის, „შაპეკოენსეს” მეკარე მარკოს დანილო,რომელიც კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას მძიმედ დაშავდა, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 27 წლის მცველი ალან რუშელი გადარჩა.
შეგახსენბთ, რომ კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი 29 ნოემბერს გამთენიისას ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ბრაზილიური გუნდის „შაპეკოენსეს” ფეხბურთელებიც იყვნენ. სულ გარდაცვლილია 76 მგზავრი, ხოლო 5 გადარჩა.
თვითმფრინავი „British Aerospace” ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს.
კომენტარები