აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, – იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო APA.
შესაბამისი კანონპროექტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.
პროექტი საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორმა ზაკირ გარალოვმა შეიტანა. აღნიშნული კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1000 მანათამდე ოდენობის ჯარიმა, შრომა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლამდე ვადით ან 2-წლიანი პატიმრობა.
კომენტარები