უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საჭიროა სანქციების კოქტეილი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის მსგავსად დაამახსოვრდება ყველას.
უკრაინის პრეზიდენტმა ფინეთს სთხოვა კიდევ უფრო მეტი ლიდერობა გამოეჩინა ევროკავშირში და აღნიშნა, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთ პარტნიორს აქვს, ისევე როგორც მუდმივ საფუძველზე ძლიერი ეფექტური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ ევროპა რუსული ენერგეტიკული იარაღისგან. კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ევროპას უგულებელყოს რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს შემოღება?“ – განაცხადა მან.
კომენტარები