“დარტყმას ყველამ ერთად გავუძელით, სახელმწიფოს ყველა ერთად ავაშენებთ”. – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
“ყველა ჯარისკაცი თავდაცვის ხაზზე, ყველა ექიმი, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობს, ყველა მეხანძრე, რომელიც ცეცხლს აქრობს, ყველა მეწარმე, რომელიც მუშაობას აგრძელებს, ათობით სხვა პროფესიის წარმომადგენელი, მილიონობით ადამიანი ერთი გახდა, სულის სუპერძალა. პროგრამისტები, რომლებიც შეუერთდნენ საინფორმაციო ჯარებს, ყველა, ვინც თავდაცვაში წავიდა, მასწავლებლები და პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს არ ტოვებენ, პოლიცია, ხელისუფლების წარმომადგენლები – ჩვენ ყველამ ერთად გავუძელით დარტყმას, ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს”. – წერს ზელენსკი.
კომენტარები