ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველები ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებენ.
როგორც მედია წერს, თვითმხილველთა განცხადებით, მას თავდასხმისას აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი სამშენებლო ჟილეტი ეცვა.
პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი დაჭრილების ზუსტი რაოდენობა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეტროსადგურში პოლიციამ აღმოაჩინა რამდენიმე მოწყობილობა – მათ შორის, არადეტონირებული ასაფეთქებელიც.
კომენტარები