უკრაინაში დააკავეს “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, “პუტინის ნათლიმამად” წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
“უკრაინის უშიშროების სამსახურის წყალობით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დეტალები – მოგვიანებით,” – წერს ზელენსკი და აქვეყნებს ფოტოს, სადაც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი ბორკილებდადებული ჩანს.
კომენტარები
