ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ საქართველოს 8 სინაგოგაა აღდგენილი, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
“ეს ფაქტი სამწუხაროა არამარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართელებისთვისაც. მე საქართველოში დავიბადე, ვიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისმგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მეიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”,- განაცხადა ელჩმა.
ისრაელის ელჩი გორში სინაგოგას გაქურდვასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა.