ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად:
“ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან მნიშველოვანია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე, ევროკავშირში, ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დარულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. პროცესის დაწყებისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი”,– განაცხადა ფედრიკა მოგერინიმ.