ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს ვიზალიბერალიზაციის არსთან მიმართებაში.
მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა ვადით და რა პასპორტით აქვთ უფლება ევროპაში გადაადგილდნენ.
დოლიძე ამბობს, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამარლებაში სასულიერო პირებიც უნდა ჩაერთვნენ.
,,სასულიერო პირები ცოტა ხნის წინ ნატოში იმყოფებოდნენ. ესაა ხალხი, რომელსაც ჩეუძლია მიიტანოს მრევლთან ინფორმაცია.
ქადაგება სხვა თემაა, მაგრამ ევროინტეგრაციული თემის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ცნობიერების ამაღლებას,“-აცხადებს დოლიძე.
კომენტარები