“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ერთი განცხადებაც კი, რომ ემიჯნება ომისკენ მოწოდებებს, მკაფიო გზავნილი იქნებოდა.
„ქალბატონი გიგაური ან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ ომში ჩაერთოს საქართველო. პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სწორი გზა და ამ დროს ამერიკის ელჩი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს მათ ყველა საქმეში და ამბობენ, რომ რაც ისინი აკეთებენ, იქცევიან სწორად, აი, ამ დროს თუნდაც ერთი განცხადება, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნება ომისკენ მოწოდებებს, იქნებოდა ძალიან მკაფიო გზავნილი, პირველ ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის, ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის“, – განაცხადა სუბარმა.
კომენტარები