ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლეზე სოციალურ ქსელში წერს და თეა მარტყოფლიშვილის ხელფასზე ამახვილებს ყურადღებას.
“25-ში გოგაშვილის ცოლს ხელფასის დღე აქვს და ნეტა სად უნდა დახარჯოს?!
მომავალ თვეშიც უნდა აიღოს?”, – წერს ბერიძე.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 18 ივლისს სასამართლომ გოგაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები