ნიკა გვარამია განცხადებს ავრცელებს.
“გვინდა საქართველოს პრეზიდენტი ჩავაყენოთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაციები გვაქვს ჩვენ და ეს ინფორმაციები არის საკმაოდ მძიმე. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები და ძალიან მოხარულები ვიქნებით და ვფიქრობთ რომ აუცილებელია ჩვენი კონსტიტუციური უფლებების გარანტმა- საქართველოს პრეზიდენტმა მოგვისმინოს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სათქმელი მისთვის, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები დღეს „რუსთავი2“-ის თავს. რას გვთავაზობს ქართული მართლმსაჯულების სისტემა და აქედანვე მინდა საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, რომ არაფერს კარგს ეს სისტემა არ გვთავაზობს და არის დანამატი მთავრობის და პარლამენტის, ანუ პოლიტიკური ხელისუფლების. ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დღეს მიმდინარეობს, ეს არის პირდაპირი შურისძიება „რუსთავი2“-ის საქმის გამო. ზუსტად იმის გამო რომ ჩვენ უზენაესი სასამართლოს კოლეგიას არ მივეცით საშუალება, რომ საქმე ფორსირებულ ტემპებში განეხილა, ამის გამო ფორსირებულ ტემპებში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა პარლამენტის მხრიდან, იმიტომ რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ის ნორმები, რომელიც ურთმელიძემ გამოიყენა, ეს დავალების შემსრულებელი კოლეგიაც კი იძულებული იქნება წინასასამართლო გადაწყვეტილება გააუქმოს. ამიტომაც ყველაფერი კეთდება, რომ ეს არ მოხდეს.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.