მე თქვენ ყურადღებით გისმენდით, – მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ფრაქციის სხდომაზე.
დიმიტრი ქუმსიშვილი “პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს აცნობს.
“მე თქვენ ყურადღებით გისმენდით. მე რომ არ ვცხოვრობდე საქართველოში, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ მე ვუსმენ საფრანგეთის ან გერმანიის ფინანსთა მინისტრს. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ მოგინდათ მოფერებოდით იმ უმცირესობაში მყოფ ქალბატონს, რომელმაც თურმე ბღუჯა ამოიღო ლარების. მაგრამ ეს უმცირესობას წარმოადგენს. თქვენ საქართველოს ხატოვნად ზემოდან უყურებთ. საქართველო კი, ქვემოთაა სადაც 50 ათასი ბავშვი შიმშილობს.
თუ ასეთი ჭკვიანები და მაგრები ხართ, ლარი რატომ გაგექცათ და ქვეყანას რატომ აღარიბებთ? ჩემგან განსხვავებით, მშვენიერი არტისტული მონაცემები გაქვთ და მიპასუხეთ”, – განაცხადა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილს დაუპირისპირდა
13.12.2016 16:39:31

ნანახია: 2029 ჯერ