პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფომაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული მეხანძრემ აღმოაჩინა, რომ გარდაცვლილები მისი ოჯახის წევრები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო. დაღუპულია მეხანძრის ორი შვილი, სამი შვილიშვილი, რძალი, სიმამრი. გარდაცვლილთა შორისაა სამი ბავშვიც, რომლებიც ოჯახს სტუმრობდნენ.
ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კომენტარები