2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან მიმაგრებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, რომ გაორმაგდება და 800 ლარი გახდება ტონა ვაზელინის ზეთის აქციზური გადასახადი.
ვაზელინის ზეთების აქციზის გაძვირებასთან ერთად იზრდება ყველა ტიპის საავტომობილო ზეთების აქციზის გადასახადი.
“1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთების ზრდას. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე”,- წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.