საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელია დღევანდელი განცხადებით მოკავშირეების შეძენას პარტიის გარეთ ცდილობს.
როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი, სადაც არიან ე.წ. ორთოდოქსი მიშისტები და მელიას მომხრეები.
„ნიკა მელია ამ განცხადებით მოკავშირეების შეძენას ცდილობს პარტიის გარეთ და პარტიის შიგნით ის განცდა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მყარი ელექტორატი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიმცემი სწორედ სააკაშვილის გამო იქნება. ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ორი განსხვავებული რამეა – ერთ მხარესაა სააკაშვილი იმ ამომრჩევლით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას ისე აძლევდა, როგორც სააკაშვილის პარტიას და მეორე მხარეს ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.