ვაკის რაიონში, ნინო რამიშვილის ქუჩა №2, №22, №22ა, ილია ჭავჭავაძის 1 ჩიხი №33 და №35-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას დღეს, 16:00 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
კომპანიის განცხადებით, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.
კომენტარები