უკრაინაში, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვიშნევოეში, მომხდარი ინცინდენტის დეტალებზე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საქართველოში უკრაინის ელჩი მიხეილ უკლება საუბრობს. ელჩის განმარტებით, იმ სასტუმროს ადმინისტრაციამ, სადაც 90-მდე ქართველი ახალგაზრდა იმყოფება, ხმაურის გამო, სამართალდამცავებს მიმართა. უკლებას თქმით, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, სამართალდამცავებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, ინცინდენტის გამო, პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. მიხეილ უკლებას ინფორმაციით, სიტუაცია, ამ დროისათვის, დასტაბილურდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ.
უკრაინაში საქართველოს ელჩი პირადად ესაუბრა პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ინცინდენტის მიზეზებს არკვევენ.
კიევში მყოფი ქართველები სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობდნენ. საუბარია 90-მდე სტუდენტზე, რომლებიც უკრაინაში სასწავლებლად იმყოფებიან.
საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, სპეცნაზი გამოიძახა და სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. ასევე, ჩამოართვეს პასპორტები.
ქართველებისთვის მიზეზი უცნობია, რადგან არანაირი განმარტება ადმინისტრაციისგან არ მიუღიათ. სტუდენტები კიევში საქართველოს კავკასიის ევროპულმა უნივერსიტეტმა წაიყვანა.
რატომ სცემეს პოლიციელებმა ქართველი სტუდენტები უკრაინაში- საქართველოს ელჩის კომენტარი
2016/12/16 12:38:55
კომენტარები
ნანახია: 1615 ჯერ