აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შს სამინისტრო ფედერაციის არჩევნებში ერევა, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გეგა გეგეშიძემ ჟუნრნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას აქვს გამარჯვების იმედი, ხოლო მის საქმიანობას ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით არანარი კავშირი არ აქვს.
“გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს არც მივიღებდი მონაწილეობას. ჭიდაობის ოჯახი გადაწყვეტს ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი. რა შუაშია შსს ჭიდაობის ფედერაციასთან. მე ჭიდაობის ოჯახის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ. აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ერევა ფედერაციის არჩევნებში”, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.