პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ, მათ მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს:
–“სტრატეგია აღმაშენებელმა” უსინდისობით და უზნეო ქმედებით ნაცმოძრაობას გაუსწრო. ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო. შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ქართული პოლიტიკის უბედურება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა.
სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და მერე უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და მერე სხვისი. სანამ ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება “მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა”.