რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი, მათი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვს და ეს არის მშვიდობის შენარჩუნება.
„რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი და პერიოდულად აქვთ წამოცდენები. ზურაბ ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა. ჩვენ ამ გზით ვერ წავალთ და ვერ გავყვებით მათ დღის წესრიგს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები, ეს არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები