ნუკრი რევიშვილის შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი, თბილისის “დინამო” კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს 16 გზის ჩემპიონის რიგებს, ჯაბა ჯიღაური, ბრაზილიელი რენე სანტოსი და ვლადიმერ დვალიშვილი ჩამოშორდნენ. ჯიღაური ბოლო წლებში გუნდის გამოკვეთილ ლიდერად იქცა, დაცვაში ასევე წამყვანი პოზიცია ჰქონდა სანტოსსაც, ხოლო დვალიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა გუნდს და განსაკუთრებულით ვერაფრით დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი, თავისი გამოცდილებით მაინც ფასეული გახლდათ.
აღნიშნულ მოთამაშეებს გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდათ და ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვეს.
კომენტარები