მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც ცდილობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყოს შიდა არეულობა, დაპირისპირება, გაასწორონ ფოკუსი. მეც არ ვეთანხმები მთელ რიგ საკითხებში ნიკა მელიას და არ მეთანხმება აქეთაც, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა მოაწყო პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა პარტიაში დაპირისპირებაზე და გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე დასმულ კითხვას.
„ჩვენ 10 წელია პარტიის წევრებს ამ ბრძოლაში სისხლი გვაქვს ჩანთხეული და ეს პარტია მოტანილი გვაქვს აქამდე და ჩემთვის მიუღებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის კრიტიკა ამ ფორმით ხდებოდეს“, – აცხადებს წითლიძე.
წითლიძემ ასევე განმარტა, რომ გიორგი მუმლაძე პარტიის წევრი არ არის და სამოქალაქო აქტივისტია.
როგორც ცნობილია, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა.