საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ეკონომიკურ გუნდთან. ჩემზე ბევრად უფრო აქტიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის დარგობრივ კომიტეტებს: საფინანსო-საბიუჯეტოს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის. ასე რომ, ჩვენ არანაირად არ ვართ მოწყვეტილები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ფინანსური კუთხით მიმდინარეობს. პარლამენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული და მე მგონი, ამ წუთში დამატებითი მოწვევის საჭიროება არ არის. ჩვენ ფორმალური და არაფორმალური ფორმატებითაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მათთან. თუ მოგვიანებით დამატებითი კითხვები გაგვიჩნდება, პარლამენტს ძალიან თავისუფლად შეუძლია, ეს რესურსი გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილი ოპონენტებს პასუხობს
20.12.2016 14:05:54

ნანახია: 1364 ჯერ