არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს.
„მე ვიცი რომ, სახელმწიფო, იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს, რომ მისი და სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, – თქვა პრემიერმა.
კომენტარები
