აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, „რესპუბლიკელებისთვის“ შესანიშნავი ღამე დადგება.
„ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ღამე გვექნება. ამაღელვებელი ღამე გვექნება“, – დასძინა მან.
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები მიმდინარეობა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეინარჩუნებენ თუ არა „დემოკრატები“ უმრავლესობას, თუ კონგრესზე კონტროლს „რესპუბლიკელები“ დაიბრუნებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს ორი საშინელი წელი ელოდება.
„თუ ჩვენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს დავკარგავთ, წინ ორი საშინელი წელი გველოდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება“, – განაცხადა ბაიდენმა.
კომენტარები