საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა:
“სამუშაო ჯგუფებში წარიმართება ძალიან აქტიური მუშაობა და დასრულდება შესაბამისი შედეგით. ჩვენი ამოცანააა, კონსტიტუციის დახვეწა და ეს მიზანი იქნება მიღწეული.
მომდევნო ოთხი თვე წარიმართება აქტიური მუშაობა, დამატებითი კითხვები ვადებთან დაკავშირებით არ დასმულა. თუ საფრთხე შეექმნება პროდუქტის ხარისხს, ამ პროცესის ინკლუზიურობას, ასეთ შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებას არაფერი უდგას წინ”,-განცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის არჩევის წესზე, კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს მყარი პოზიცია – არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არც ერთ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით.
“ძალიან კარგი იქნება, თუ კომისიის სხვა წევრები ანალოგიური მიდგომით იმუშავებენ. ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ დოკუმენტზე მუშაობა. ერთადეთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება გვაქვს მმართველობის ფორმაზე, მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ. ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იქნება საარჩევნო სისტემა”,-აღნიშნა კობახიძემ.