საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, სააკაშვილი განცხადებები თანაგუნდელების მოღალატეობაზე მორალურ ზღვარს სცდება. როგორც ბაქრაძემ “რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული შეფასებები პარტიაში აჩენს ცუდ მოლოდინებს:
„მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ზუგდიდში, არ შემიძლია, არ ავღნიშნო, სადაც მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები. ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების, როდესაც პარტიის ლიდერი თანაგუნდელებს უწოდებს მოღალატეებს, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება უკვე უფსკრული, რომლის შევსებაც არის ძალიან რთული,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
კომენტარები